რომან გოცირიძე: რაც აზიანებს რუსეთს, არგებს მსოფლიოს
“როგორც ჩანს, მთელმა მსოფლიომ და, პირველ ყოვლისა, ევროპამ შეიგნო, რომ პუტინის აღზევებისა და უკრაინაში გაჩაღებული ომისთვის ყველამ უნდა გადაიხადოს ფასი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რაც აზიანებს რუსეთს, არგებს მსოფლიოს.
“ზოგისთვის ეს ბენზინის 20-30 პროცენტით გაძვირება იქნება, გაზის ფასის – კიდევ უფრო მეტად, ზოგი ვერ შეჭამს რუსულ ხიზილალას, ზოგი ვერ მოირგებს რუსულ ბრილიანტებს, ზოგს რუსი ტურისტები დააკლდება. რას ვიზამთ, უნდა აიტანონ. უკრაინაში ათასობით ადამიანი იღუპება და მილიონობით ადამიანი უბედურდება. დიდია სხვაობა “დანაკარგებში”.
არავითი წუწუნი სანქციებზე. რაც აზიანებს რუსეთს, არგებს მსოფლიოს.
ხვალ და ზეგ მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი ევროპაში და იმედია, რუსეთს კიდევ უფრო მეტად დასჯიან”, – წერს გოცირიძე.