თენგიზ ცერცვაძე: საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო
საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც “პაქსლოვიდი” მიიღო, საამისოდ ქვეყნის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, „პაქსლოვიდი“ კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალობისგან ინფიცირებულს 89-90%-ით იცავს.
„ეს მედიკამენტი სულ რაღაც 1 თვის წინ დაამტკიცა ამერიკის FDA-მ მოხმარებისთვის. ჯერ ხელმისაწვდომი არის მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში. ეს ტაბლეტირებული პრეპარატია და ამბულატორიაში ეძლევა. ანუ, არის საშუალება, რომ როგორც კი დაისმება დიაგნოზი, მედიკამენტი მიეცეს ავადმყოფს. საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ეს მედიკამენტი მიიღო. ქვეყნის ხელმძღვანელობამ გააკეთა ყველაფერი, ჩარეული იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა დონე“, – განაცხადა ცერცვაძემ.