შვედეთში სკოლის მოსწავლემ ორი მასწავლებელი მოკლა

შვედეთის ქალაქ მალმიოში 18 წლის სკოლის მოსწავლემ ორი მასწავლებელი მოკლა. თავდამსხმელი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

BBC ცნობით, შემთხვევა მალმიოს ლათინურ სკოლაში მოხდა. თავდასხმელს დაახლოებით 50 წლის ქალების მოსაკლავად ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია. დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.

სამართალდაცველებმა 18 წლის მამაკაცის დაკავებისას ნაჯახი და დანა ამოიღეს. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი არ არის და მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები