ჩერნობილის მახლობლად, ტყეში ხანძარია
უკრაინის პარლამენტის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან არსებულ ტყესთან ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძარი, სავარაუდოდ, გამოწვეულია საარტილერიო დაბომბვით ან განზრახ ცეცხლის წაკიდებით.
მათივე ცნობით, ხანძარი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაჩენილი და ამ ეტაპზე რუსული შენაერთების მხრიდან მისი ჩაქრობის მცდელობა არ ყოფილა.
უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ეს ზრდის შეშფოთებას, რომ რადიაციული კვამლი შეიძლება, გავრცელდეს.