ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი შესაძლოა, კიევში ჩავიდეს
ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი შესაძლოა, კიევში ჩავიდეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენეტმა შესაბამის სამსახურებს უკვე სთხოვა ვიზიტისთვის მზადება, თუმცა, ამას უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის ოფიციალური პირები არ ეთანხმებიან.
5 მარტს ისრაელის პრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინს რუსეთში შეხვდა.