“რუსების უმეტესობა უკრაინაში სპეცოპერაციას მხარს უჭერს, უმცირესობა ხომ მაინც უმცირესობაა” – პესკოვი

“ცოტაა იმ რუსების რაოდენობა, ვინც უკრაინაში სპეცოპერაციას მხარს არ უჭერს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

„ასეთი მოქალაქე ცოტაა. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა – ამას მოწმობს სტატისტიკაც და გამოკითხვებიც – 75%-ზე მეტი, მხარს უჭერს ამ ოპერაციას, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს უჭერენ მხარს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ასეთი მონაცემები „აბსოლუტურად უდავო ფაქტია“.

პესკოვის განმარტებით, მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის “ძალიან აქტიური ახსნა ამ ოპერაციის მიზნებისა და ამოცანების, ამ ოპერაციის მიზეზების და ვიმედოვნებთ, რომ ვინც არ გვეთანხმება, გაიგებს – თუ რა ხდება”.

მისი აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ გვეთანხმება, უკეთ გაერკვეს იმ სიცრუეში, რომელიც დასავლეთიდან მოდის, იმის შესახებ, თუ რა ხდება და მიხვდნენ, რომ ყველაფერი, რასაც იქ, ახალ ამბებში საუბრობენ, სიმართლე არ არის.”

მანვე აღნიშნა, რომ რუსების 25%-ზე ნაკლები არ ეთანხმება ამ “სპეცოპერაციას”, “რა თქმა უნდა, მათ აზრს ისმენენ, მაგრამ უმცირესობა ხომ მაინც უმცირესობაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები