“უსაფრთხოების საფრთხე” – ლატვიამ Яндекс-ის რეგისტრაცია გააუქმა

Яндекс Go ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელმაც ქვეყანაში სერვისის რეგისტრაცია გააუქმა.

ამის შესახებ “იანდექსის” განცხადებაშია ნათქვამი.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ ლატვიაში რუსული Yandex.Taxi-ის სერვისის რეგისტრაცია გაუქმდა.

როგორც საგზაო გადამზიდავების ასოციაციის, Latvijas Auto-ს დირექტორატის წარმომადგენელმა, ზეინ პლონემ განაცხადა, მენეჯმენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ Yandex.Taxi რუსეთის სერვერებთან ახორციელებს მონაცემების გაცვლას.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მონაცემთა გადაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატო-ს წევრები, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები