რუსული „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი უკრაინელების დასახმარებლად პრესტიჟულ მედალს ყიდის

რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი პრესტიჟულ მედალს ყიდის უკრაინელების დასახმარებლად.

„ნოვაია გაზეტა“-მ და მე გადავწყვიტეთ, ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს”, – წერს მურატოვი და მსოფლიოში ცნობილი მედლის გასაყიდად გამოხმაურებას სთხოვს სააუქციონო სახლებს.

“ნოვაია გაზეტა”-ს მთავარ რედაქტორს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები