გიორგი ვაშაძე: ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან
“ნეიტრალიტეტი არის თემა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, რუსულ სცენართანაა დაკავშირებული.
„ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, მათი დიდი ნაწილი შეიძლება შეცდომაში შედის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად გამიზნულად ახდენს ამ თემის პედალირებას, მათ შორის, პოლიტიკოსებიც. ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან“, – განაცხადა ვაშაძემ.