“სახლი დაიწვა, დედა საბავშვო ბაღთან დავკრძალე” – მარიუპოლის სასტიკი რეალობა

მარიუპოლი უკრაინის ის ქალაქია, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ თითქმის 70%-ით არის დანგრეული. ის ქალაქია, სადაც უკრაინაში დაწყებულ ომს მშვიდობიან მოქალაქეებში, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

ამ დრომდე უცნობია, რა რაოდენობის მარიუპოლელი ემსხვერპლა რუსულ ბომბს, რადგან, ინტენსიური ავიაიერიშების გამო, ნანგრევებიდან დაღუპულების ამოყვანა ვერ ხერხდება. ამჟამად არსებული ზედაპირული მონაცემით, მარიუპოლის მსხვერპლი 3 ათასს მშვიდობიან მოქალაქეს აჭარბებს.

მარიუპოლი ის ქალაქია, სადაც პუტინის რეჟიმის სისასტიკე, ყველაზე შემზარავად გამოვლინდა. ოკუპანტებმა არ დაინდეს არც სამშობიაროები, არც საბავშვო ბაღები, არც თეატრი, სადაც ათასობით მოქალაქე აფარებდა თავს.

სოციალურ ქსელში ქალაქიდან დღითი დღე სულ უფრო მძიმე კადრები ვრცელდება. ჭურვებს გადარჩენილი მოქალაქეები “გარე სამყაროს” ხმას, წერილებით აწვდიან, რომლებშიც ან შვილებს ეძებენ; ან ნათესავებს მიანიშნებენ, რომ ცოცხლები არიან; ან სულაც “რუკას” ტოვებენ, თუ სად ჰყავთ დაკრძალული მშობლები.

ერთ-ერთ წერილში დიმას აცნობებენ, რომ დედამისი 9 მარტს დაიღუპა: “მალევე გარდაიცვალა, მერე სახლი დაიწვა. დედა დავკრძალე, საბავშვო ბაღთან”.

კიდევ ერთ წერილში მიშას აცნობეს, რომ ცოცხლები არიან და რომ შეძლებისდაგვარად მას დაუკავშირდებიან.

მესამე წერილში მამა შვილს ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები