არჩილ თალაკვაძე: დღემდე საზოგადოებას აქვს არგუმენტირებული კითხვები, ვის ინტერესებს ემსახურებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი
“დღემდე საზოგადოებას აქვს არგუმენტირებული კითხვები, ვის ინტერესებს ემსახურებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგების შეჯამების შემთხვევაში კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია.
“სააკაშვილის ბევრი პროვოკაციული განცხადება ვნახეთ. დღემდე საზოგადოებას აქვს არგუმენტირებული კითხვები, ვის ინტერესებს ემსახურებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. შედეგებს თუ შევაფასებთ, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია, მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი გახლდათ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიები დამატებით ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, ეს გახლდათ ის გუნდი, რომელმაც ძირი გამოუთხარა საქართველოში ევროპულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და რომელმაც პრაქტიკულად მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ჩამოაფარეს ფარდა, რომლის უკანაც ქვეყანაში ხდებოდა დასავლური ღირებულებების დევალვაცია და დისკრედიტაცია. ეს არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც ის იხდის სასჯელს“, – განაცხადა თალაკვაძემ.