მოსკოვში ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების პირობა დაასახელეს

რუსეთთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის მისამართით მუქარა, ასევე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

“უნდა შეჩერდნენ საკუთარ ესკალაციაში, როგორც ვერბალურში, ასევე, კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების კუთხით. უნდა შეწყვიტონ რუსეთის მისამართით მუქარა”, – განაცხადა რიაბკოვმა.

დიპლომატის თქმით, „თუკი ისინი მოახერხებენ გარკვეული დადებითი ზემოქმედების მოხდენას კიევზე – ​​რაშიც არა მხოლოდ ეჭვი არ მეპარება, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ – მაშინ ზოგადად, ვფიქრობ, ურთიერთობის ნორმალიზაციის გარკვეული პერსპექტივა იქნება”.

რიაბკოვმა დასძინა, რომ „ამჟამად ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის გამო ურთიერთობის კლების ტენდენციას”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ამჟამად გაწყვეტის ზღვარზეა.

„გუშინ ამერიკის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის, რაც ხდება, ურთიერთობებს გაწყვეტის ზღვარზე აყენებს”, – თქვა სერგეი რიაბკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები