უკრაინელმა ოფიცრებმა რუსი დივერსანტების დაჯგუფება აიყვანეს, რომელთაც ზელენსკის ლიკვიდაცია ევალებოდათ
უჟგოროდში უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრებმა რუსი დივერსანტების დაჯგუფება აიყვანეს, რომლებსაც რუსული ФСБ-ს აგენტი ხელმძღვანელობდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, – unian ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 25-კაციანი დაჯგუფება გეგმავდა დივერსიულ ქმედებებს კიევში, სამთავრობო კვარტალში და მათი დავალება იყო პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაცია.