The Guardian: Renault-მ რუსეთში მუშაობა განაახლა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault- მ რუსეთში ქარხნების მუშაობა განაახლა.

ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კომპანიამ რუსეთში ავტოწარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, Renault-ის გადაწყვეტილებას მხარი საფრანგეთის მთავრობამ დაუჭირა.

The Guardian წერს, რომ “რენო” 2016 წლიდან რუსული ავტომწარმოებლის “АвтоВАЗ”-ის აქციათა 2/3 ფლობს, რაც აგრესორის ეკონომიკურ იზოლაციას დამატებით პრობლემებს უქმნის.

ამასთანავე, АвтоВАЗ-ში განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ქარხანამ მუშაობა განაახლა, ტოლიატის და იჟევსკის ქარხნებმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერეს, რაც ელექტრონული კომპონენტების დეფიციტით არის გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები