Fitch-ი რუსეთის ეკონომიკის რეკორდულ ვარდნას პროგნოზირებს
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ეკონომიკა უფრო დიდ ზარალს განიცდის, ვიდრე 1998 წლის დეფოლტის დროს.
ამის შესახებ Korrespondent.net-ი სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის პროგნოზზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული რეკორდული ფინანსური და ეკონომიკური სანქციების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა, 8%-ით დაეცეს. ამავდროულად, 1998 წლის დეფოლტმა რუსეთის მშპ-ის ვარდნა მხოლოდ 5,4%-ით გამოიწვია.
Fitch Ratings-ის პროგნოზით, რუსეთში სამომხმარებლო ინფლაცია წლის ბოლომდე 18%-ს მიაღწევს.
გარდა ამისა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო კომპანიების უმეტესობა ტოვებს, უცხოური ინვესტიციების შემცირებაა მოსალოდნელი.