რუსმა სამხედროებმა ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუხსნეს – არიან დაღუპულები
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ მიკოლაივში ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუხსნეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, 3 მამაკაცი გარდაიცვალა, 1 ქალი კი დაშავდა.
”სამაშველო სამსახურმა ადგილზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მალევე მოახერხა”, – წერია ინფორმაციაში.