უკრაინის გენშტაბი: რუსეთში ნაწილების არარსებობის გამო, ტანკების 2 ქარხანა გაჩერებულია

უკრაინაში ომის დაწყების 26-ე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტები უკიდურესად საჭიროებენ დაზიანებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებასა და აღდგენას.

მათივე ინფორმაციით, უცხოური წარმოების კომპონენტების არარსებობის გამო, ურალზავოდისა და ჩელიაბინსკის ქარხნები შეჩერებულია.

“ეს კომპანიები სპეციალიზებულნი არიან ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებაში და შეკეთებაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის”, – წერია განცხადებაში.

მაკარივის რაიონში, გავრონშჩინას დასახლების მიდამოში რუსი დამპყრობლების ჯგუფმა ადგილობრივ მოსახლეობას მანქანები წაართვა, ძარცვის შედეგად წაღებული სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვა და ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრისკენ გაემართა.

“ზაპოროჟიას რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებების გაგრძელებით, ზოგიერთ დასახლებაში დამპყრობლები ფარულად ემზადებიან ოლქებისა და ქალაქების პრორუსული ადმინისტრაციის არჩევნებისთვის”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები