ვერა ბრეჟნევამ პროტესტის ნიშნად რუსეთი დატოვა
რუსეთში მცხოვრებმა უკრაინელმა მომღერალმა, ვერა ბრეჟნევამ რუსეთი პროტესტის ნიშნად, ოჯახთან ერთად დატოვა.
ამჟამად, ის პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოხალისედ მუშაობს და უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
მომღერალმა სოციალურ ქსელში ლუბლინის საწყობიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ.
„ხვალ დილით ისევ აქ ვარ. ამჯერად, ჩემს ქალიშვილს თან წამოვიყვან. შემოგვიერთდით თქვენს ქალაქებში. ლუბლინი კი განსაკუთრებით გელოდებათ“, – დაწერა მან.