გრიგოლ ვაშაძე: რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება ერთი წლიდან ერთ ან სამ თვემდე უნდა შევამციროთ 

“რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება ერთი წლიდან ერთ ან სამ თვემდე უნდა შევამციროთ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და “ნაციონალური მოძრაობის” ექსთავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

“მაშინ ვიზების მოხსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო განპირობებული იმიტომ, რომ დასავლეთ მოკავშირეებს ეჭვები ჰქონდათ, რომ შეიძლება საქართველომ უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგას რევანშის სახითო.

ვფიქრობ, მთლიანად არ უნდა გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ერთი წლიდან ერთ ან სამ თვემდე უნდა შევამციროთ მათთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება”, – განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები