გიორგი ვაშაძე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას მიმართავს
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას მიმართავს:
“შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, სადაც შეყვანილი იქნება ოპოზიციური ჯგუფებიც. ვიმუშავებთ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით: მშვიდობის უზრუნველყოფა და ეროვნული უსაფრთხოება, ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხები და საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. კიდევ ერთხელ ვეუბნები ბატონ კობახიძეს, ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” – თქვენ ცალკე აღებული ვერ შეძლებთ ვერანაირი გარანტიის შექმნას ქვეყნის მშვიდობისთვის”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.