შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ხდებოდა ისტერიის აწევა, ყველა ეს მომენტი ხელისუფლებამ გაიარა სიფრთხილით, მშვიდად და ძალიან მტკიცედ
“თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც ჩვენ ომის მომსწრე ვართ, ევროპის შუაგულში და ზოგადად, რაც ეს კონფლიქტი გაღვივდა, ვიყავით მოწმე იმისა, რომ საქართველოში ხდებოდა ისტერიის აწევა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების მშვიდ პოლიტიკას უჭერს მხარს.
“თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც ჩვენ ომის მომსწრე ვართ, ევროპის შუაგულში და ზოგადად, რაც ეს კონფლიქტი გაღვივდა, ჩვენ ვიყავით მოწმე იმისა, რომ ხდებოდა საქართველოში ისტერიის აწევა – ზოგიერთი პოლიტიკოსის, თუ სხვადასხვა აქტივისტების მხრიდან, ისტერიის, პანიკის დათესვის სურვილი. ყველა ეს მომენტი საქართველოს ხელისუფლებამ გაიარა სიფრთხილით, მშვიდად და ძალიან მტკიცედ.
ვნახეთ, რომ მოსახლეობა სწორედ, ამ მტკიცე, მშვიდ პოლიტიკას უჭერს მხარს. მოსახლეობის 67%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.