პუტინის ომის 26-ე დღე – უკრაინაში 15 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ფართომასშტაბიან ომს, 24 თებერვლიდან დღემდე, 15 ათასამდე რუსი სამხედრო შეეწირა.

განახლებულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

რაც შეეხება ოკუპანტების სხვა დანაკარგს: განადგურებულია 498 ტანკი; 1535 ჯავშანმანქანა; 240 საარტილერიო სისტემა: 80 საზენიტო-სარაკეტო სისტემა; 45 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა; 97 თვითმფრინავი; 121 ვერტმფრენი; 969 საავტომობილო ტექნიკა; 3 კატერი/გემი; 60 ცისტერნა; 24 უპილოტო საფრენი აპარატი; 13 სპეციალური ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები