მიხეილ სააკაშვილი: სერიალი “ხალხის მსახური” დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სერიალი “ხალხის მსახური” მისი პრეზიდენტობის ეტაპებზეა დაფუძნებული.

“დარწმუნებული ვარ, ბატონო მოსამართლე, თქვენც უყურებთ ფილმს – “ხალხის მსახური”, გუშინდელ სერიაში იყო გაჟღერებული, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადები, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. როგორც სცენარისტებმა მითხრეს, ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია, ბევრწილად, ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ზელენსკის რომ უთხრან, მართალია, შენი ქვეყანა გადაარჩინე, მაგრამ ის მაისური რომ გეცვა, ეს არის ფულის გადახარჯვა”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები