კიევის მახლობლად, პოდოლსკის რაიონში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 8 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ, რომლებიც დანაშაულის დოკუმენტირებას ახდენენ. წინასწარ გამოძიებას კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პოდოლსკის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.