როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს დღის მეორე ნახევრიდან ნალექი უნდა შეწყდეს”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
“ხვალიდან, 22 მარტიდან ამინდი დროებით გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში 24 მარტამდე უნალექო, თბილი ამინდებია მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 10-დან 12 გრადუსამდეა ნავარაუდევი. მთიან რაიონებში 8-10 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 7 გრადუსი. 25 მარტიდან არამდგრადი ამინდები დაიწყება. ტემპერატურა კვლავ დაიკლებს და ნალექი ზოგან თოვლის სახითაა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში ველოდებით, რომ დღის მეორე ნახევრიდან ნალექი უნდა შეწყდეს. დროებით გამოიდარებს – 23 მარტამდე. მაღალმთაში თოვლია ნავარაუდევი.
25 მარტიდან, დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ 22 მარტს, საღამოს ყინვები გაძლიერდება, ღამის საათებში 4 გრადუსამდე ყინვას ველოდებით”,- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.