კიევში დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქ კიევში დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 1 მშვიდობიანი მოქალაქე.
ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად, ხანძარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩნდა. ხანძარმა 1 500 კვადრატული კილომეტრის ფართობი მოიცვა. ცეცხლის ჩაქრობაში სახანძრო ტექნიკის 11 ერთეული და 63 მეხანძრე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები