საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 225 პაციენტი
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 225 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 642 242 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 599 511 , გარდაიცვალა 16 671 პაციენტი.