ჩეხეთის ზოოპარკში იშვიათი სახეობის მარტორქა დაიბადა, რომელსაც “კიევი” დაარქვეს

ჩეხეთის ქალაქ დვურ-კრალოვე იშვიათი სახეობის მარტორქა დაიბადა, რომელსაც უკრაინელი გმირების პატივსაცემად “კიევი” დაარქვეს.

პატარა  Safari Park Dvůr Králové-ს ზოოპარკში დაიბადა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ. ამბავი ზოოპარკმა და კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ Facebook-ზე გაავრცელა.

„„კიევი“ თავს კარგად გრძნობს და რეგულარულად იკვებება, დღეში დაახლოებით 1 კგ-ს იმატებს…

აღმზრდელები აღნიშნავენ, რომ დედამისი თავიდან მოუსვენარი იყო, მაგრამ ახლა ის ექთნებსაც კი აძლევს რძის შეგროვების უფლებას“, – აღნიშნავენ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის გვერდზე.

„კიევი“ აღმოსავლური მარტორქის იშვიათ სახეობას ეკუთვნის. ის კარგად იზრდება და სიგრძეში უკვე 1 მეტრს აღწევს. დღეს კი მას 16 დღე შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები