კორონავირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1855 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 641 399 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 596 779, გარდაიცვალა 16 643 პაციენტი.