849 ახალი კოვიდინფიცირებული და 1 855 გამოჯანმრთელებული – 19 მარტის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 855 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 641 399 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 596 779, გარდაიცვალა 16 643 პაციენტი.