ზელენსკი: უკრაინის EU-ში გაწევრებაზე ევროკომისიის შეფასება რამდენიმე თვეში მომზადდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ევროკომისიის შეფასება რამდენიმე თვეში მომზადდება.
„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის შეფასება უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე რამდენიმე თვეში მომზადდება. უკრაინის მთავრობასა და ევროკომისიას ინსტრუქციები მიეცათ. ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ ერთად მივიწევთ წინ“, – აცხადებს ზელენსკი.