საქართველოში ბოლო 24 საათში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამას გარდა, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 913 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 640 550 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 594 924, გარდაიცვალა 16 630 პაციენტი.