საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 913 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 640 550 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 594 924, გარდაიცვალა 16 630 პაციენტი.