კონსტანტინე ზარნაძე: მაშინდელმა ხელისუფლებამ შემოიღო უვიზო რეჟიმი ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ის უვიზო რეჟიმი, რომლის გაუქმებასაც ახლა ითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობის” მტრული სახე აქ ყველაზე კარგად ჩანს, როგორ შეეძლოთ, ქვეყნისთვის მთავარი ენერგეტიკული და კავშირგაბმულობის სისტემები მიეყიდათ ოკუპანტისთვის”,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შემოიღო უვიზო რეჟიმი ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ის უვიზო რეჟიმი, რომლის გაუქმებასაც ახლა ითხოვენ.

“ყველაზე მეტად არ მინდა წარსულის გახსენება, რატომ? იმიტომ, რომ წინ ვიყურები, ვიყურები მეტი განვითარებისკენ და დღეს და ღამეს გავასწორებ იმისთვის, რომ პირნათელი ვიყო ჩემი ამომრჩევლების წინაშე, რომელმაც მანდატი მანდო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი პოზიტიური პოლიტიკა შემეთავაზებინა ამომრჩევლისთვის გვერდს ვერ ავუვლით იმ ძალაზე საუბარს, რომელმაც ოკუპანტს ქვეყნის მთავარი ობიექტები ჩააბარა. წარსულის დავიწყებით მომავალს ვერ ავაშენებთ.

,,ნაციონალური მოძრაობის,, მტრული სახე აქ ყველაზე კარგად ჩანს, როგორ შეეძლოთ, ქვეყნისთვის მთავარი ენერგეტიკული და კავშირგაბმულობის სისტემები მიეყიდათ ოკუპანტისთვის. არადა, წლების განმავლობაში ეს პარტია სიტყვით ევროპულობას თამაშობდა და თამაშობს, თუმცა, მათი “საქმენი საგმირონი” გაცილებით სხვას ამბობს. ასევე, უნდა ითქვას, მაშინდელმა ხელისუფლებამ შემოიღო უვიზო რეჟიმი ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ის უვიზო რეჟიმი, რომლის გაუქმებასაც ახლა ითხოვენ.

მეგობრებო, საქმე გვაქვს პარტიასთან, რომელიც ყველა ქმედებით არის რუსული, ხოლო პოლიტიკური ორიენტაციით პრორუსული!

ქართველი ხალხი არასდროს მოტყუვდება, ის ყოველთვის არჩევდა ცუდსა და კარგს”, – წერს ზარნაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები