მიხეილ სარჯველაძე – „ნუ მოვატყუებთ საზოგადოებას, თითქოს, საკომიტეტო ფორმატში პასუხების გაცემისგან ვინმემ თავი შეიკავა”

„საზოგადოებას ნუ შევაჩეჩებთ მცდარ ინფორმაციას და ნუ ვიტყვით,  თითქოსდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოხატა მზადყოფნა, თუნდაც კომიტეტთან ან პარლამენტთან ეთანამშრომლა. ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კომიტეტზე დაბარების ნაცვლად თქვენი ინიციატივით და ერთობლივი კონსულტაციით, პლენარულ სხდომაზე მოხდა თქვენი მოსმენა, რათა დეპუტატების საინტერესო კითხვებზე პასუხი ყოფილიყო გაცემული”,- აღნიშნული კითხვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ვახტანგ გომელაურს მიმართა.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამორჩეულად კარგი თანამშრომლობა აქვს საპარლამენტო კომიტეტთან.

„ნუ მოვატყუებთ საზოგადოებას, თითქოს, საკომიტეტო ფორმატში პასუხების გაცემისგან ვინმემ თავი შეიკავა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები