ალუდა ღუდუშაური: მადლობა თითოეულ პოლიციელს იმისთვის, რომ დღეს არის ხალხთან ერთად და არის საქართველოს პოლიცია
„ზოგიერთი გზააბნეული პოლიტიკოსის გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ ეს მარტო ანგარიში არ არის, კოლეგებო, იმათ, ვისაც არ გინდათ რეალობის დანახვა, ამის უკან დგას ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ვიღაცებს დაავიწყდათ, როგორ ესროდნენ და ასე ვთქვათ ერთობოდნენ, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე, კისტის თოფის დამიზნებით. ვიღაცებს დაავიწყდათ, რომ პოლიცია იყო, როგორც სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, დაავიწყდათ, რომ ითხოვდნენ გვამებს, ამაში აერიათ. ეს ასე არ არის.
დიახ ჩვენს დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ბევრი ქმედება გახდა კიდევ უფრო დანაშაულებრივი, მაგალითად ქურდული სამყაროს წევრობა, კი არ არის დღეს დანაშაულებრივი, არამედ მიმართვაც დანაშაულია, ეს მარტო სტატისტიკა არ არის და გთხოვთ ბატონო ვახტანგ, ვიღაც გზააბნეული პოლიტიკოსების გასაგონად ამასთან დაკავშირებით კიდევ ვრცლად ისაუბროთ”, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ.
დეპუტატმა ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს.
“მე მინდა, მადლობა გითხრათ, თქვენ ბატონო ვახტანგ და თითოეულ პოლიციელს, იმისთვის, რომ დღეს არის ხალხთან ერთად და არის საქართველოს პოლიცია,” – განაცხადა ღუდუშაურმა.