თამარ ტალიაშვილი – „შინაგან საქმეთა სამინისტროში ფუნდამენტური ხასიათის რეფორმები მიმდინარეობს”
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია დანაშაულის გახსნის გაზრდილი სტატისტიკის მონაცემები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეთ. თქვენ ახსნილი გაქვთ თქვენ ანგარიშში ის საფუძვლები, თუ რას ეფუძნება განსაკუთრებით გაუმჯობესებული სტატისტიკა და აქ ცალსახაა, ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფუნდამენტური ხასიათის რეფორმები მიმდინარეობს, ანუ გამოძიება გადადის ანალიტიკური საპოლიციო საქმიანობის პრინციპებზე.
ამისთვის თქვენ, მთელი მოსახლეობის სახელით, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ, რომ უსაფრთხოება განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევები არის, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.