გივი მიქანაძე – ვახტანგ გომელაურს: იყო თუ არა გასულ წელს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან წინასწარი კომუნიკაცია დღის დაგეგმვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ გასული წლის „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელსაც დეპუტატები პარლამენტში „ მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, პარლამენტში უნდა გამართულიყო თქვენი მოსმენა ამ საკითხთან მიმართებით, მაგრამ რა სამარცხვინოც უნდა იყოს, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მასკარადის საფუძველზე, ამის შესაძლებლობა არ მოგეცათ.

ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირებისგან საზოგადოება მყისიერად იგებდა დეტალურად ყველა ინფორმაციას, რაც ამ კუთხით პრევენციულად იქნა გატარებული. როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა, იყო თუ არა წინასწარი საორგანიზაციო აქტივობები განხორციელებული, იყო თუ არა გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებსა და გეგმებზე საუბარი იმისთვის, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული? იყო თუ არა თვითონ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან წინასწარი კომუნიკაცია დღის დაგეგმვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? იმ შემთხვევაში, თუ ეს კომუნიკაცია შედგა, საინტერესოა, როგორი იყო მათი პოზიცია თქვენ მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით? ვფიქრობ, ეს საკითხი საინტერესოა როგორც პარლამენტისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის“,- მიმართა ვახტანგ გომელაურს გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები