ვლადიმერ ჩაჩიბაია – შს მინისტრს: რამდენად არის დაცული ჩვენი ქვეყნის საზღვრები და რა ღონისძიებები ტარდება მწვანე საზღვრის და სანაპირო ზოლის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით?
„რეგიონში მიმდინარე სახიფათო პროცესების ფონზე, გეოპოლიტიკური გარემოს და მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, მინდა, გკითხოთ, რამდენად არის დაცული ჩვენი ქვეყნის საზღვრები და რა ღონისძიებები ტარდება მწვანე საზღვრის და სანაპირო ზოლის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით?”, – აღნიშნული შეკითხვით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შინაგან საქმეთა მინისტრს პლენარულ სხდომაზე მიმართა.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რიკოთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა. დეპუტატმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა დაადასტურა.