ანრი ოხანაშვილი: საქართველოს ის ეკონომიკური პოტენციალი არ აქვს, რომლითაც რუსეთისთვის რაიმე სანქციის დაწესებას შევძლებთ

“საქართველოს ის ეკონომიკური პოტენციალი არ აქვს, რომლითაც რუსეთისთვის რაიმე სანქციის დაწესებას შევძლებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები არა რუსეთისათვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური კოლაფსის და შეზღუდვების დაწესებას ნიშნავს.

“საქართველოს ის ეკონომიკური პოტენციალი არ აქვს, რომლითაც რუსეთისთვის რაიმე სანქციის დაწესებას შევძლებთ. სანქციები არა რუსეთისათვის, არამედ ჩვენი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური კოლაფსის და შეზღუდვების დაწესებას ნიშნავს. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე მიღებული არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მონაწილე და თანაავტორი ვართ, იქნება ეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვა, იქნება ეს შესაბამისი რეზოლუციები – საქართველოს პარლამენტის თუ გაეროს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები, ასევე, ევროსაბჭოში მიღებული დოკუმენტები, ჩვენ, ყველა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანამონაწილე და თანაავტორი ვართ. ამის იქით ქვეყანას რაიმე ეკონომიკური სანქციების რესურსი არ გააჩნია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები