ვახტანგ გომელაური: ჩვენი უცხოელი პარტნიორების მნიშვნელოვან მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დონორების მხარდაჭერით, 2 000 000-მდე აშშ დოლარის აღჭურვილობა გადმოეცა და 2000-მდე თანამშრომელი გადამზადდა.

მისივე თქმით, დონორების და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაძლიერდება სანაპირო თუ სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობები. განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.

„გაღრმავდება საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან. დონორების და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაძლიერდება სანაპირო თუ სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობები.

განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2021 წელს ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ეს იყო გეგმიური ანგარიშები თუ საინფორმაციო შეხვედრები, მათი მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები