სააკაშვილი – ზურაბიშვილზე: მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი, თუ კიდევ ერთი-ორი ასეთი წასცდა, ველოდები მე-12 დაწესებულებაში
ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ. ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, – ასე მიმართა მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სასამართლო დარბაზიდან.
“მე მინდა, ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. მე მასამართლებენ იმაზე, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ ერთი-ორი ასეთი წასცდა, მე რამდენადაც ვიცი, ირანული ჭაღები იყიდა სასახლისთვის, ერთი მუხლი ეგ აქვს მირტყმული 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ. ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი”, – თქვა სააკაშვილმა სხდომაზე.