თამარ გაბუნია: ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ შესაძლოა, უკვე მალე დავიწყოთ საუბარი ენდემურ გავრცელებაზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში “ომიკრონის” ცირკულაცია კონტროლს ექვემდებარება.
მისივე თქმით, შესაძლოა, უკვე მალე დაიწყოს საუბარი კორონავირუსის პანდემიური გავრცელებიდან ენდემურ გავრცელებაზე გადასვლაზე.
„საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს. დღეს 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის მაჩვენებელი სწრაფად იკლებს და უკვე 5%-ს ჩამოსცდა. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, უკვე დავიწყოთ საუბარი პანდემიური გავრცელებიდან ენდემურ გავრცელებაზე, რაც არ ნიშნავს, რომ ამ მიმდინარეობას ყურადღება არ სჭირდება. ვირუსის ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს. ვფიქრობთ, ეს უფრო მეტად ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის იქნება და არა პანდემიური“, – განაცხადა გაბუნიამ.