პარლამენტში დღეს, “მინისტრის საათის” ფორმატში, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გამოვა. გომელაურს “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
შს მინისტრი პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს და გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. საპასუხო სიტყვით გამოვლენ დეპუტატები.