საქართველოს პრემიერმინისტრი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს.

პოლონეთის პრემიერმინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერმინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერმინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები