დავით ზალკალიანმა ესტონელ კოლეგასთან რუსეთის აგრესია და მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო განიხილა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონელ კოლეგასთან, ევა-მარია ლიიმეტსთან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

„განიხილა უკრაინაში რუსეთის აგრესია და მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებასა და საერთაშორისო ძალისხმევაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოსა და ესტონეთის ურყევ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები