ლევან იოსელიანი: საქართველო სანქციების ნაწილს შეუერთდა, არის სანქციები, რაზე შეერთებაც სწორად მეც არ მიმაჩნია

მე ასეთ ხისტ ენას არ გამოვიყენებდი, როგორც გამოიყენა ეს პრემიერმა და მერე სხვა ადამიანებმა. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო თავისი სანქციებით ეკონომიკურ ნაწილს ვგულისხმობ, რუსეთს რაღაც განსაკუთრებულ ზიანს ვერ მიაყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველო ყველა სანქციას ვერ შეუერთდება.

„ამ სანქციებსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ამ გზავნილს უნდა ჰქონდეს თავისი ფორმა, რომელიც არ იქნება ასეთი ხისტი. საქართველო სანქციების რაღაც ნაწილს შეუერთდა და ამას უნდა ხაზგასმა, ჩემი აზრით, და არის რაღაცები, რაზეც შეერთება სწორად მეც არ მიმაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით ეს და, ზოგადად, არ მგონია, რომ დასავლეთი დაინტერესებული იყოს, რომ საქართველოში მეტი კომპანია გაღარიბდეს ან გაკოტრდეს. მეორე პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არის ეკონომიკის ნაწილი, რომელიც დამოკიდებულია რუსეთზე და მთელი ძალისხმევა უნდა იყოს ჩვენი მთავრობის, რომ ეს დამოკიდებულება შემცირდეს და მოხდეს დივერსიფიცირება დასავლეთში. კომპანიები, რომლებიც აკეთებენ დღეს ფულს რუსეთში, გააკეთონ ევროპაში, ამერიკაში და ა.შ.“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები