გიორგი სომხიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს
გიორგი სომხიშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გიორგი სომხიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან თავისუფლდება. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია.
გიორგი სომხიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა.