„ვიხილეთ არაერთი ტყუილი ინფორმაცია, მათ შორის ამ „მეგობარ აქტში“. თავს ვალდებულებად ვთვლით, სწორი, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ ამ მტრულ აქტს,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„[პარლამენტის განცხადებაში] ძირითადად საუბარი იქნება სამ თემაზე. ეს არის დემოკრატია, საქართველოს ევროატლანტიკური და საქართველოს დამოკიდებულება და ურთიერთობა საერთაშორისო და რეგიონულ აქტორებთან. ამ სამ თემატიკასთან დაკავშირებით ვიხილეთ არაერთი ტყუილი ინფორმაცია, მათ შორის ამ [„მეგობარ აქტში“]. თავს ვალდებულებად ვთვლით, სწორი, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ ამ მტრულ აქტს“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „მეგობარი აქტის“ შესახებ პარლამენტის განცხადება განიხილება.