პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელიც კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას ეხება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს.
აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში. ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.